LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყნეთის გზატკეცილზე კლდის ნაწილი ჩამოიშალა

31

ხშირი ნალექის გამო, წყნეთის გზატკეცილზე კლდის ნაწილი ჩამოიშალა.

როგორც ”ფორტუნას” თბილისის მერიიდან აცნობეს, მეწყერი რკინა-ბეტონის მონოლითურმა დამცავმა კედლებმა შეაჩერა, რომელიც 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შემდეგ, სალიკვიდაციო  სამუშაოების ფარგლებში, მეწყერსაშიშ ზონებში პრევენციის მიზნით მოეწყო.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. კლდის ჩამოშლას მსხვერპლი არ მოჰყოლია, დროებით შეზღუდულია საავტომობილო მოძრაობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები