LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყნეთის ქუჩაზე ბარაკის ტიპის ნაგებობას ცეცხლი გაუჩნდა

42

გვიან ღამით თბილისში, წყნეთის ქუჩაზე, ბარაკის ტიპის ნაგებობას ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.

20 კვადრატულ მეტრ ფართობზე გაჩენილი ხანძარი დაახლოებით ერთ საათში ლიკვიდირებული იყო.

„საბედნიეროდ,დიდი ზიანი არ არის მიყენებული და საცხოვრებელი პირობების მოსაწესრიგებლად ამ ოჯახს დახმარებას ჩვენ გავუწევთ,“ – განაცხადა ვაკის გამგებლის მოადგილემ, თეიმურაზ ჩაჩუამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები