LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წყნეთის “სუფთა ჰაერამდე” ჯოჯოხეთის ეკლიანი გზაა…“

80

ვახო ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, სადაც საუბრობს, რა მდგომარეობაა წყნეთისკენ მიმავალ გზაზე ყვითელი ავტობუსების გამონაბოლქვის გამო. ყველამ იცის, რომ ამ მხრივ ძალიან მოუწესრიგებელია სიტუაცია და კვირა არ გავა, რომ „ფეისბუქზე“ არ გამოჩნდეს ვიდეო, სადაც ყვითელი ავტობუსის შავი გამონაბოლქვი არ არის გადაღებული თბილისის-წყნეთის გზაზე.

ვახო წერს:

„წყნეთში იმისთვის ავდივართ, რომ გავეცალოთ ხოლმე დაბინძურებულ ჰაერს, მაგრამ გზაზე თუ შეგხვდა ყვითელი ავტობუსი, რომლის გადასწრების შანსი მინიმალურია, ზაფხულის გადატვირთულ მოძრაობასთან ერთად აი. აქ იწყება კინო:

ჯერ ბოლავს ისე. რომ გზას ვერ ხედავ, მერე გზადაგზა აცნობიერებ, რომ შენი დაბინძურებული ორგანიზმი ივსება პატალა კიბოებით, ლეიკემიებით და სასუნთქი საშუალებების ამოტუმბვით (ვისაც ასთმა აქვს, დამეთანხმება) .

მოკლედ, წყნეთის “სუფთა ჰაერამდე” ასასვლელ გზამდე ჯოჯოხეთის ეკლიანი გზაა. მერე ისეთ მაგარ ჰაერზე ვარ, ღამე ტკბილად მძინავს.

მოაშორეთ ეს ყვითელი ავტობუსები! დღე არ გავა, რომ ნიუს ფიდში ახალი ლინკი არ დაიდოს, რომ ბავშვს აღმოაჩნდა ლეიკემია ან სიმისვნე!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები