LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყაჩაღობა აბაშაში – ბოროტმოქმედებმა 200 ათასი ლარი წაიღეს

47

ყაჩაღობა აბაშაში. ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული და ნიღბიანი ორი პირი  ჩოჩიების საცხოვრებელ სახლში შეიჭრა და  იარაღის მუქარით 200 ათას ლარზე მეტი თანხა წაიღო. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა 4 მარტს მოხდა. ჯერჯერობით ფაქტზე არავინ არის დაკავებული.

როგორც გაირკვა, ეს თანხა სამეგრელოს რეგიონის 7 რაიონის სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან ამოღებული თანხაა. ოჯახის წევრი რუსთავი 2 -თან საუბრისას აცხადებს, რომ საცხოვრებელ სახლში ნაღდი ფულის არსებობის შესახებ თავდამსხმელებს წინასწარ ჰქონდათ ინფორმაცია.

„ფული გვინდაო. ჩვენ ყველაფერი ვიცითო და დაიწყეს ოთახებში სირბილი. გამოიტანეს, დაჩეხეს, ნაჭრის ჩანთებში იყო ფული მოთავსებული, ჩატენეს ტომრებში, რომ გადიოდნენ, არ იკივლოთო. თქვენთვის უარესიაო, ჩვენ უკან დავბრუნდებით და კარგი რაღაც არ მოხდებაო. გაიტანეს ტომრები, გააღეს კარი, მანქანით ელოდებოდნენ და გავარდნენ,“- აცხადებს  ლელა ჭანტურიამ.

შსს-ს ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე 179-ე მუხლით აღიძრა, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები