LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყაჩაღობა ახალციხეში: ავტოგასამართი სადგურის ოპერატორი დაჭრეს

16

შსს-მ ყაჩაღობის ბრალდებით, 1995 წელს დაბადებული რ. მ. და 1993 წელს დაბადებული ა. ს. ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, ახალციხის რაიონის სოფელ წნისში, ავტოგასამართ სადგურ „არალში“, ოპერატორს ცივი იარაღით თავს დაესხნენ, მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს და ფული გასტაცეს. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

სამართალდამცველებმა ა.ს. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ქალაქ ვალეში დააკავეს, რ.მ. კი ახალციხეში – სასამართლოს განჩინების საფუძველზე.

ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები