LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყაჩაღობა გურიაში: თავდამსხმელები ქალს რამდენიმე საათი უსწორდებოდნენ

33

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიანში მცხოვრებ ირმა ფირცხალაიშვილს წუხელ თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს.

ყაჩაღები ოქროს ითხოვდნენ, თუმცა დაზარალებულის სახლიდან მხოლოდ 400 ლარის წაღება მოახერხეს. როგორც თავად დაზარალებული ამბობს, თანხა გოჭის გაყიდვით იმავე საღამოს ჰქონდა ნაშოვნი.

თავდამსხმელები დანით იყვნენ შეიარაღებულები და ქალბატონს რამდენიმე საათი უსწორდებოდნენ, თუმცა იარაღის გარეშე. თანხის აღების შემდეგ, მათ ქალი წებოვანი ლენტით სკამზე მიკრული დატოვეს. მეზობლებმა ის დღეს დილას ნახეს.

შსს-ს ცნობით, დაზარალებულს პოლიციისთვის არ მიუმართავს, თუმცა, უწყებამ ვითარების შესწავლა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. ამ ეტაპზე გამოძიება 179-ე მუხლით მიმდინარეობს და მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძებო მოქმედებები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები