LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყაჩაღობა რუსთავში – “საქართველოს ბაკის” ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია

58

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ბანკის დაყაჩაღებაში ბრალდებული,  ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რუსთავში დააკავა.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.შ., რომელიც გადაჭრილი ორლულიანი თოფით იყო შეიარაღებული, რუსთავში, მეგობრობის გამზირზე მდებარე ,,საქართველოს ბანკის” ექსპრეს-ფილიალს ყაჩაღურად თავს დაესხა. იგი ბანკიდან ფულის გატაცებას აპირებდა, თუმცა, განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა.

“სამართალდამცველებმა, რომლებიც ,,საქართველოს ბანკის” ექსპრეს-ფილიალის მიმდებარე ტერიტორიაზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზევე განაიარაღეს და დააკავეს.

“პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – გადაჭრილი ორლულიანი თოფი, ნიღაბი და ხელთათმანები ნივთმტკიცებად ამოიღო,” – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე სსსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები