LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყაჩაღობა თბილისში – “ანტრეს” შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს

53

თბილისში, კუს ტბის ასახვევთან მდებარე კაფე „ანტრე“ დააყაჩაღეს, შემთხვევა წუხელ მოხდა. მიმდებარე ტერიტორიაზე ექსპერტ-კრიმინალისტები გვიან ღამემდე მუშაობდნენ, თუმცა დააკავეს თუ არა დამნაშავეები, ჯერ-ჯერობით, უცნობია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, „ანტრედან“ თავდამსხმელმა 1500 ლარამდე თანხა გაიტაცა. შეიარაღებული თავდასხმისას, შენობაში გამყიდველი გოგონა იმყოფებოდა. ამ დროისთვის, მას პოლიცია კითხავს.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები