LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყაჩაღობა თბილისში – სუპერმარკეტ “იოლზე” თავდასხმის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

92

თბილისში, კოსტავას ქუჩაზე სპერმარკეტი “იოლი” დააყაჩაღეს, ფაქტი შსს-მ ცხელ კვალზე გახსნა. უწყების ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით დაკავებულია აზერბაიჯანის მოქალაქე.

შსს-ის ცნობით, ბრალდებული თბილისში, კოსტავას ქუჩაზე სუპერმარკეტ ,,იოლი”-ში შეიჭრა და ოპერატორს დანის მუქარით თანხა მოსთხოვა.

“სამართალდამცველების ოპერატიული რეაგირების შედეგად ბრალდებულის დაკავება შემთხვევის ადგილზე მოხდა. პოლიციამ დანაშაულის იარაღი დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლით. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,”- აღნიშნავენ შსს-ში.

აღნიშნული დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები