LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყალბი ჟურნალისტი: რონალდო ცოტა შეაშინეს

68

მადრიდის “რეალი” დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის შეხვედრას კვიპროსში, აპოელ-ის წინააღმდეგ გამართავს.

მატჩის წინა დღეს, უსიამოვნო ინციდენტი შეემთხვა “რეალის” ლიდერს კრიშტიანო რონალდოს.

გაზეთ AS-ის ინფორმაციით, სასტუმროსთან ახლოს პორტუგალიელს მიეჭრა მამაკაცი და მასთან სელფის გადაღება სცადა, მაგრამ ის სწრაფად შებოჭეს ფეხბურთელის გვერდით მყოფმა მცველებმა. უცნობი მამაკაცი ჩვეულებრივი გულშემატკივარი აღმოჩნდა. მან პრესის ზონაში შეღწევა ჟურნალისტის ყალბი მოწმობით მოახერხა.

“რეალი” H ჯგუფში მეორე ადგილზეა 7 ქულით. ქვეჯგუფის ლიდერია “ტოტენჰემი” (10 ქულა). აპოელ-სა და “დორტმუნდს” ორ-ორი ქულა აქვთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები