LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

117

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე საქართველოს მოქალაქე მაკა გაგლოშვილი დააკავა.
სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებული საქართველოს ტერიტორიაზე სისტემატურად ასაღებდა ყალბ 20 ლარიან კუპიურებს. დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 76 ერთეული 20 ლარიანი ყალბი კუპიურა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები