LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

YANAIR ხარკოვიდან ბათუმის მიმართულებით იფრენს

99

ზაფხულის სეზონზე უკრაინული ავიაკომპანია YanAir-ი ბათუმისკენ ახალ მიმართულებას ამატებს. ავიაკომპანია ხარკოვი-ბათუმის რეისზე ავიამიმოსვლას 4 ივნისიდან დაიწყებს.

არსებული ინფორმაციით, რეისები კვირაში ერთხელ, ყოველ ორშაბათს შესრულდება და გაწერილი განრიგის მიხედვით, Yanair-ი აღნიშნულ მარშრუტზე ოპერირებას 24 სექტემბრამდე გეგმავს. განრიგის მიხედვით, ფრენა ხარკოვიდან ადგილობრივი დროით 16:00 საათზე, ხოლო ბათუმიდან 13:15 საათზე ასევე ადგილობრივი დროით განხორციელდება. ფრენის ხანგრძლივობა 2 საათი და 40 წუთია. ორმხრივი ავიაბილეთის ღირებულება 220 დოლარიდან დაიწყება. ბილეთის საფასურში შედის ჩასაბარებელი ბარგი და კვებაც.

აღსანიშნავია, რომ Yanair-მა მიმდინარე წლის ზაფხულში ბათუმისკენ ფრენების დაწყება ლვოვიდანაც დაანონსა. ავიაკომპანიამ ბილეთების რეალიზაცია უკვე დაიწყო. დასავლეთ უკრაინაში მდებარე ქალაქ ლვოვსა და საქართველოს ზღვისპირა კურორტს შორის პირდაპირი ფერენები 2018 წლის 8 ივნისიდან შესრულდება. ამის შესახებ avianews.com იუწყება. არსებული ინფორმაციით, თავდაპირველად ავიამიმოსვლა კვირაში ერთხელ, პარასკევ დღეს შესრულდება. 19 ივნისიდან კი მეორე რეისიც დაემატება და ფერენები ყოველ სამშაბათსა და პარასკევს, ბათუმიდან ადგილობრივი დროით 13:15 საათზე, ხოლო ლვოვიდან, ადგილობრივი დროით 16:00 საათზე განხორციელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები