LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყავა ჯანმრთელობას აუმჯობესებს და სიცოცხლეს ახანგრძლივებს

122

ყავა ჯანმრთელობას აუმჯობესებს და სიცოცხლეს კი ახანგრძლივებს. კოფეინი მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ფსიქოაქტიური ნარკოტიკია, ის ადამიანებს გაღვიძებასა და დღის ენერგიულად გატარებაში ეხმარება. ხშირ შემთხვევაში ყავა ნამდვილ დამოკიდებულებადაც გადაიქცევა, რის გამოც ადამიანებს მისი ეშინიათ და ფიქრობენ, რომ კოფეინის შეზღუდვა ან ხმარებიდან ამოღება აუცილებელია. თუმცა, როგორც სპეციალისტთა მიერ ჩატარებულმა არაერთმა კვლევამ დაამტკიცა, ყავა ჯანმრთელობისთვის საზიანო სულაც არ არის და პირიქით – მას სარგებლის მოტანაც კი შეუძლია.

აღმოჩნდა, რომ ყავა ღვიძლის დაავადების რისკს ამცირებს, გულის მუშაობას არეგულირებს, დიაბეტის წარმოქმნის რისკს ამცირებს, ერთ-ერთმა კვლევამ კი ისიც დაამტკიცა რომ ყავის მოყვარულებს კიბოს გაჩენის რისკი 18%-ით უმცირდებათ. გარდა ამისა, კოფეინდამოკიდებულებს დეპრესიაც ნაკლებად აწუხებთ და უფრო მეტიც, ისინი უფრო დიდ ხანსაც ცოცხლობენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები