LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყავა ხრეშატიკზე“ – მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგეთა აქცია კიევში

43

უკრაინის დედაქალაქში მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგეთა აქცია უჩვეულო ფორმით იმართება. მიტინგის მონაწილეები არ უჭირავთ პოლიტიკური პარტიების დროშები, არ ისმის ლოზუნგები. სამაგიეროდ, მაიდანზე მისულებს ყავით და Roshen-ის პროდუქციით უმასპინძლდებიან. როგორც თავად ამბობენ, აქციის სახელწოდებით „ყავა ხრეშატიკზე“ მიზანი  „ყოველკვირეული პოლიტიკური აქციებისგან და სხვადასხვა შენობის შტურმებისგან“ განსხვავებულია.

აქციას უკვე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი. როგორც სააკაშვილის „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, მსგავსი დემონსტრაციები მის წინააღმდეგ შევარდნაძემაც მოაწყო, „თუმცა შემდეგ მას სამარცხვინოდ მოუწია თანამდებობის დატოვება“, – წერს ოდეისს ოლქის ყოფილი გუბერნატორი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები