LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყავაში, სავარაუდოდ, ბარდას ურევდნენ – კომპანიას საწარმოო პროცესი შეუჩერდა

83

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის სპეციალისტებმა ყავის გადამამუშავებელ საწარმო „კოფი გრუპს“ საწარმოო პროცესი შეუჩერეს.

როგორც სააგენტოში აცხადებენ,  ჩატარებული ინსპექტირებისას საწარმოში 11 არაკრიტიკული და 9 კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა, რის გამოც ბიზნეოპერატორს შეუჩერდა საწარმოო პროცესი და კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა. ამასთან, გამოვლინდა სავარაუდო ფალსიფიცირების ნიშნები.

”ინსპექტრირებისას საწარმოში სხვადასხვა დასახელების (როგორც ხსნადი, ასევე მარცვლები) ყავასთან ერთად აღმოჩნდა 235 კგ მოხალული ბარდა. საწარმოში ადგილზე ხდებოდა როგორც ბარდის, ასევე ყავის მარცვლების მოხალვა მისი შემდგომი დაფქვის და სავარაუდოდ, გადარევის მიზნით”, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს  მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები