LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ყავის ფერწერით” გატაცებული მხატვრები…

145

რა შეიძლება იყოს ახალმოდუღებულ ყავაზე სასიამოვნო? – ალბათ, მხოლოდ ამ არომატული სასმელით ნახატების შექმნა!

ანჯელ სარკელა და ენდრიუ საური საკუთარ თავს “ყავის მხატვრებს” უწოდებენ. უკვე 10 წელიწადზე მეტია მხოლოდ ყავით ხატავენ და ყავის ტილოზე დატანის სპეციალური მეთოდიკაც კი შეიმუშავეს.

12

გოდფრი კალებს ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. ისე, როგორც ყველა სხვა დიდი აღმოჩენა, მისი გატაცებაც “ყავის ფერწერით” აბსოლუტურად შემთხვევით დაიწყო – ქაღალდზე დასხმულ ყავის ლაქებში კალებმა ფიგურები დაინახა და თავისი შემოქმედებაც ყავას დაუკავშირა.

Screenshot_1

კარენ ელანდი ტულსადანაა და ისეთი ცნობილი ნამუშევრების ავტორია, როგორიცაა “საიდუმლო შეხვედრა” და “ვარსკვლავური ღამე”. თავისი ნახატებისთვის ელანდი მხოლოდ ესპრესოს იყენებს.

Screenshot_2

1334860139_4.1

ხონგ იოს ყავის ნახატების უნიკალურობა მის მინიმალიზმშია. მხატვარი უარს ამბობს ტრადიციულ ინსტრუმენტებზე, მხოლოდ ყავის ფინჯანს იყენებს და მისგან დარჩენილი წრიული ლაქებისგან მართლაც ვირტუოზულ ნახატებს ქმნის.

1334860094_5.1

1334860133_5

ფილიპინელი მხატვარი სანსაინ პლატა ხსნად ყავას სოფლის პეიზაჟების და უცნაური სცენების დასახატად მიმართავს. ნამდვილი ტილოს გამოყენებით კი, მის ნამუშევრებს არომატიც შესანიშნავი აქვთ.

1334860091_6

ყოფილი შეფ-მზარეული სტივენ მიკელი საკმაოდ წარმატებული მხატვარია. უცნაური მეტამორფოზა კი, მის ჩვეულებას უკავშირდება – მიკელი ყავისგან მორჩენილ ნალექს ინახავდა და თავისუფალ დროს ფიგურებს ხატავდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები