LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყავის მომზადების შვიდი ორიგინალური მეთოდი

3615

თუ ერთფეროვნება მოგბეზრდათ, გირჩევთ ცხოვრების გადახალისება დილიდანვე დაიწყოთ და ჩვეული ყავა შემოთავაზებული ორიგინალური რეცეპტით მოამზადოთ.

ლატე კურკუმათი – ინგრედიენტები: 1 ჭიქა ყავა, 240 მლ. რძე (ნატურალური, მცენარეული, უცხიმო), 1 გ. კურკუმა, 5-10 გ. თაფლი, დარიჩინი გემოვნებით. მომზადების წესი: გააცხელეთ რძე 70-75 გრადუსზე ადუღებამდე, ეტაპობრივად დაუმატეთ კურკუმა, დარიჩინი, თაფლი და კარგად აურიეთ. გაცივების შემდეგ კი, ყავასთან ერთად ჩაასხით მოხერხებულ ჭურჭელში.

ყავა პოპკორნით – ინგრედიენტები: 1 ჭიქა ესპრესო, 300 მლ. რძე ან ნაღები, 25 მლ. კარამელის სიროფი, მარილი გემოვნებით, კარამელის პოპკორნი. მომზადების წესი:  გაცხელებულ რძეში ჩაასხით ესპრესო, კარამელის სიროფი, მარილი და კარგად ურიეთ ქაფის გაკეთებამდე. ჩაასხით ჭიქაში და გაალამაზეთ პოკორნით.

ყავა-ტონიკი – ინგრედიენტები: 1 ჭიქა ყავა, 200 მლ. გაზიანი წყალი, ყინული. მომზადების წესი: ჩაყარეთ ჭიქაში ყინული, გაავსეთ ნახევრამდე გაზიანი წყლით, მერე კი, ცივი ყავით.

ყავა სანელებლებით – ინგრედიენტები: 1 ჭიქა ყავა, 2 ჩაის კოვზი შაქარი (ან ლერწმის შაქარი), ½ ჩაის კოვზი დაფქვილი ჯანჯაფილი (ჯინჯერი), ½ ჩაის კოვზი დარიჩინი, ½ ჩაის კოვზი ილი (კარდამონი), 40 მლ. ცხელი ადუღებული წყალი, 11%-იანი ნაღები. მომზადების წესი: ჩაყარეთ პატარა ფიალაში შაქარი, დაფქვილი ჯანჯაფილი, ილი და დარიჩინი, დაასხით ადუღებული ცხელი წყალი და ურიეთ შაქრის გადნობამდე. ჩაასხით ფრენჩ-პრესში ერთი კოვზი სიროფი, დაასხით ცხელი ნაღები, ყავა და კარგად შეანჯღიეთ.

ბანანის ყავა – ინგრედიენტები: კაკაო, 1 ჭიქა ყავა, 1 ჭიქა რძე, 1 ბანანის სმუზი, 1 ჩაის კოვზი თაფლი, 1 ჩაის კოვზი კაკაო. მომზადების წესი: მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი ბლენდერში და კარგად ათქვიფეთ.

ყავა ვიეტნამურად – ინგრედიენტები: 15 გ. დაფქვილი ყავა, 4 ჩაის კოვზი შედედებული რძე, 100 მლ. ცხელი ადუღებული წყალი. მომზადების წესი: გაათბეთ ჭიქა მდუღარე წყლით და ჩაასხით შედედებული რძე, გაათბეთ მეტალის ფილტრი და მოათავსეთ ჭიქაზე. ჩაყარეთ ფილტრში ყავა და დაადეთ პრესი, მერე კი, დაასხით 20 მლ. ადუღებული წყალი და გააჩერეთ რამდენიმე წუთი, ისევ დაასხით წყალი და დაახურეთ თავსახური. მიირთვით ცხელი, რადგან მხოლოდ ასე გაიგებთ ნამდვილი ვიეტნამური ყავის გემოს.

ლატე ტოფი – ინგრედიენტები:  1 ჭიქა ესპრესო, 180 მლ. რძე, 40 გ. კარამელის სოუსი. მომზადების წესი: აურიეთ ერთმანეთში რძე და კარამელის სოუსი, დაასხით ცხელი ესპრესო და ათქვიფეთ (0,5-1 სმ-ის) ქაფის გაკეთებამდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები