LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყავის ნაყინის 2 მარტივი რეცეპტი

1649

თუ ორიგინალური და გემრიელი დესერტი მოგენატრათ, მაშინ ყავის ნაყინი მოამზადეთ, რომლითაც თავადაც ისიამოვნებთ მიირთმევთ და სტუმრებსაც გაახარებთ.

 

ყავის ნაყინი – ინგრედიენტები: 4 ჩაის კოვზი ხსნადი ყავა გრანულებში, 4 კვერცხის ცილა, 1 ჭიქა შაქარი და 750 მლ. რძე. მომზადების წესი: გაათბეთ რძე ქურაზე და დაუმატეთ ყავა, კარგად აურიეთ გრანულების გახსნამდე და გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე. აურიეთ შაქარი და კვერცხის ცილა, დაუმატეთ  რძეს და დადგით ნელ ცეცხლზე. ურიეთ ადუღებამდე, მერე კი, გადმოდგით ქურიდან და გააცივეთ. მიღებული მასა მოათავსეთ კონტეინერში მჭიდრო თავსახურით და რამდენიმე საათით შეინახეთ საყინულეში.

ყავის ნაყინი შავი ქლიავით – ინგრედიენტები: 400 გრამი ცხიმიანი ნაღები (33%), 1 ქილა შედედებული რძე, 1 სუფრის კოვზი დაფქვილი ხსნადი ყავა, 100 გრამი შავი ქლიავი, შოკოლადი და თხილი გემოვნებით. მომზადების წესი: დაასხით ყავას წყალი (1სუფრის კოვზი ყავა + 1 სუფრის კოვზი წყალი) და აურიეთ. ათქვიფეთ ნაღები ბლენდერში, დაუმატეთ შედედებული რძე, გახსნილი ყავა და კიდევ ერთხელ კარგად ათქვიფეთ, მიღებული მასა კი, 2-3 საათით შეინახეთ საყინულეში. კარგად გარეცხილ შავ ქლიავს დაასხით ცხელი წყალი და გააჩერეთ დარბილებამდე 5-7 წუთი, მერე კი, მსუბუქად დაჭყლიტეთ ხელით (ნუ აქცევთ ქლიავს ფაფად). გამოიღეთ მაცივრიდან გაცივებული ყავისა და რძის ნაზავი და ჩაყარეთ შავი ქლიავი, მერე კი, 2 საათით ისევ შედგით საყინულეში.

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები