LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყაზაიშვილი ჰოლანდიაში ბრუნდება: ვაკო აიაქსს და ყოფილ მწვრთნელს დაუპირისპირდება

111

ვაკო ყაზაიშვილის ვარშავის “ლეგია” ევროპა ლიგის 1/16-ფინალში ამსტერდამის “აიაქსს” დაეჯახა. ჩვენებურს ჰოლანდიური გრანდის (უფრო სწორედ ექსგრანდის) შესაძლებლობები კარგად მოეხსენება, ვაკო ხომ წლების განმავლობაში ერედივიზიონში გამოდიოდა. ამიტომაც ჰოლანდიური მედია სწორედ ქართველ ფეხბურთელს გაესაუბრა.

“ჰოლანდიაში ხუთი წელი ვითამაშე და ის ჩემი მეორე სახლია. “აიაქსის” წინააღმდეგ ისევ მომიწევს თამაში, რაც განსაკუთრებულია. მინდა, რომ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინო.

პეტერ ბოში? – “ვიტესში” თამაშის დროს საუკეთესო პერიოდი სწორედ მისი ხელმძღვანელობით მქონდა. ჩემთვის ცოტა არ იყოს უცნაური იქნება მასთან დაპირისპირება.

შანსი თანაბარია 50%-50%-ზე”, – უთხრა ვაკომ VOETBAL.NL-ს.

 


“აიაქსისა” და “ლეგიას” მეთექვსმეტედფინალური მატჩები 17 და 23 თებერვალს გაიმართება. ყაზაიშვილს “აიაქსის” წინააღმდეგ 8-ჯერ უთამაშია და 3 გოლი აქვს გატანილი. აქედან ორჯერ მან თავი “ამსტერდამ არენაზე” გამოიჩინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები