LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყაზახეთის პრეზიდენტი ბათუმის პორტის მნიშვნელობაზე საუბრობს

36

საქართველოს სატრანზიტო დერეფნის მნიშვნელობაზე ყაზახეთის პრეზიდენტი საუბრობს. “საქართველოდან შავ ზღვასა და ევროპაში მიმავალი გზა ძალიან მნიშვნელოვანი დერეფანია”, – აღნიშნა ნურსულთან ნაზარბაევმა გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრისას. ყაზახეთის პრეზიდენტის განცხადებით, ამ კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბათუმის პორტის როლი.

ყაზახური მედიის ცნობით, ბათუმის პორტი ყაზახური კომპანიის მფლობელობაშია და შეხვედრაზე ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ის პრობლემატური საკითხები განიხილეს, რომელიც ბათუმის პორტს უკავშირდება. „თუ ორი ქვეყნის სამინისტროები ტარიფებზე შეთანხმდება, ეს გზა შესაძლოა გახდეს ყველაზე მომგებიანი, როგორც ჩინეთისთვის, ასევე ყაზახეთსა და საქართველოსთვის, რაც გაზრდის ყვეყნის სატრანზიტო მიმზიდველობას“, – განაცხადა ნაზარბაევმა.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს და ყაზახეთს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისათვის უდიდესი პოტენციალი გააჩნია და უფრო მეტი ძალისხმევა უნდა იქნეს გამოყენებული ამ პოტენციალის ასათვისებლად.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები