LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყაზახეთის ტურისტულ გამოფენაზე აჭარა წარადგინეს

88

აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს ყაზახი ვიზიტორები გაეცნენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პოტენციალი ყაზახეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე KITF-2017 წარადგინა.

ცენტრალურ აზიაში ყველაზე აქტიურ და მასშტაბურ გამოფენაზე დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, ტურისტულ სააგენტოებთან და სასტუმროებთან ერთად იყო წარმოდგენილი.

გამოფენის ფარგლებში დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, შეხვედრები გამართეს სარეკლამო და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლებიც საქართველოს მიმართულებით მუშაობას გეგმავენ.

აჭარა და ზოგადად, საქართველო ყაზახი ტურისტებისთვის მიმზიდველი ტურისტული ადგილია. გასულ წელს, ყაზახეთიდან აჭარას 8 137 ტურისტი სტუმრობდა. მიმდინარე წელს, დეპარტამენტი ყაზახი ტურისტების მოზიდვის მიზნით სარეკლამო კამპანიებს მაისიდან იწყებს, რაც ინფო და პრესტურების ორგანიზებას, გარე რეკლამასა და ონლაინ რეკლამას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები