LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყაზახეთში ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა – დაღუპულია 52 ადამიანი

34

ყაზახეთში, სამარა-შიმკენტის საავტომობილო გზაზე, ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც 52 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „ყაზინფორმი“ იუწყება.

წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა 52 ადამიანი, 5-მა კი ცეცხლმოკიდებული ავტობუსიდან გამოსვლა შეძლო. ავტობუსს ცეცხლი სამარაშიმკენტის საავტომობილო გზაზე, ქალაქ აქტობედან 320 კილომეტრში გაუჩნდა, – წერს სააგენტო.

შემთხვევის ადგილზე მუშაობენ მეხანძრეები და ექიმები, შექმნილია ოპერატიული შტაბი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები