LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყაზახეთში ქალს ბავშვის წამებაში ადანაშაულებენ

112

ყაზახეთში 35 წლის ქალს ბავშვის წამებაში ადანაშაულებენ. გავრცელდა მასაჟისტი ქალის ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ უჭირავს ქალს ახალშობილი ბავშვი მონაცვლეობით – ფეხებით, ხელებით, თავით და მას ჰაერში აქნევს.

ორინბასაროვნა მასაჟისტად 11 წელია, მუშაობს. მისი თქმით, მასაჟის არატრადიციული ხერხი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს ეფექტიანად ეხმარება. ორინბასაროვნა ამტკიცებს, რომ ბავშვებს კურნავს.

მიუხედავად იმისა, რომ მეთოდი შოკისმომგვრელია, მასაჟი ყაზახეთში ძალიან პოპულარულია და მშობლები 10 წუთიან პროცედურაში 3 ათას ყაზახურ ტენგეს იხდიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები