LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყაზახეთში საირმეს ტურისტულ შესაძლებლობებს გაეცნენ

84

ყაზახეთში კურორტ საირმეს ტურისტულ შესაძლებლობებს გაეცნენ. ქალაქ ალმაატაში 17-21 აპრილს, ყაზახეთის ტურისტულ გამოფენაზე კვლავ იყო წარმოდგენილი კურორტი საირმე.

როგორც ”ფორტუნას” კურორტის მენეჯმენტიდან აცნობეს, ამიერკავკასიასა და ევროპაში ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა კურორტმა, საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის დახმარებით, წარადგინა თავისი განახლებული პროდუქტები, როგორებიცაა:

 სხვადასხვა სტანდარტის სასტუმროს ნომრები;
 საკონფერენციო და შეხვედრების ოთახები;
 სპა-ბალნეოლოგიური მომსახურეობა, გერმანული დანადგარებით;
 ღია თერმული წყლები;
 ოთხი ტიპის სამკურნალო წყაროები ქრონიკული დაავადებებისათვის;
 ღია და დახურული გასართობ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი (კალათბურთის-ფრენბურთის-ჩოგბურთის-ფეხბურთის მოედნები, დახურული სატრენაჟორო დარბაზი, საბილიარდო, პიმპონგის მაგიდები);
 ანიმატორების ჯგუფით დაკომპლექტებული საბავშვო გასართობი ცენტრი;
 ქართულ-ევროპული და იტალიური რესტორანი;

”კურორტმა საირმემ თავისი მრავალფუნქციური სერვისებით, რომელიც ნებისმიერი ასაკის დამსვენებელზეა მორგებული, გამოფენაზე დამსწრე კომპანიების ინტერესი და დადებითი შეფასებები დაიმსახურა”, – აცხადებენ საირმეს მენეჯმენტში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები