LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყაზბეგიდან ვაჟა ფშაველას და ჟვანიას მოედნისკენ მოძრაობა იხსნება

73

პეკინის ქუჩისა და ვაჟა ფშაველას შემაერთებელ კვანძზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს მიუახლოვდა. შესაბამისად, თბილისის მერიამ ყაზბეგის გამზირიდან ვაჟა ფშაველას გამზირისა და ჟვანიას მოედნის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობის განახლების გადაწყვეტილება მიიღო.

ტრანსპორტის საქალაქო სამსახური შესაბამის საგზაო ნიშნებს უკვე ამონტაჟებს.

მერიის ცნობით, ყაზბეგის გამზირიდან მარცხნივ მოხვევით მოძრაობა დღის მეორე ნახევრიდან იქნება შესაძლებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები