LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყაზბეგის გამზირზე მაღაზია გაძარცვეს

49

თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის #20-ში კომპიუტერული მაღაზია გაძარცვეს, ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს. როგორც  მაღაზიის მფლობელმა, რობერტ გაჩეჩილაძემ განაცხადა, მაღაზია სავარაუდოდ ერთმა პირმა გატეხა. მისივე თქმით, წაღებულია ერთი ლეპტოპი, მთლიანობაში კი ზარალი 5000-ლარამდე შეადგენს.

“მძარცველმა ქვით ჩაამტვრია მაღაზიის ვიტრაჟი. აქედან შიგნით ვერ შეაღწევდა, თუმცა მიწვდა ლეპტოპს და წაიღო. მისი ღირებულება 1450 ლარს შეადგენს. მთლიანობაში ზარალი 5000 ლარამდეა. შემთხვევა დღეს, გამთენიისას მოხდა”, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები