ყაზბეგის გამზირზე Q-Net-ის სარეკლამო ბანერზე საქართველოს რუკას აფხაზეთი „ჩამოჭრილი“ აქვს (ფოტო)

187

„ფეისბუქზე“ სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი, ოთო ტაბატაძე აქვეყნებს ფოტოს, რომელიც ყაზბეგის გამზირზეა გადაღებული და აღნიშნავს, რომ საქართველოს რუკაზე აფხაზეთის ტერიტორია „გამორჩათ“. ეს არის სარეკლამო ბანერი, რომელიც კომპანია Q-Net-ს ეკუთვნის.

ოთო წერს:

„Q-Net-ის შესახებ არაფერი მსმენია, შესაძლოა კარგი კომპანიაც იყოს, მაგრამ სარეკლამო ბანერი, რომელიც ყაზბეგზე (დელისის მიმდიბარედ) გამოფინეს, საქართველოს რუკაზე აფხაზეთის დატანა გამორჩათ, ალბათ ფაციფუცში.

თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე რომ ამას დაკიდებ და კითხვაც არავის გაუჩნდება – სიჩლუნგისკენ წასული მგონია უკვე ჩვენი მოქალაქეობრივ-ეროვნული შეგნება. საცოდავები, ანუ დაგვერხა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები