LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყაზბეგში ახალი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს

173

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 113-ე კილომეტრზე მშრალ ხევზე, ახალი ხიდი აშენდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, არსებული 80-იან წლებში აშენებული ხიდის ნაცვლად, რომელიც აღარ ექვემდებარებოდა აღდგენას, შენდება ახალი ალტერნატიული ხიდი, რაც სატრანსპორტო მოთხოვნებს სრულად დააკმაყოფილებს.

პროექტის სავარაუდო ღირებულება 4 550 000 ლარია. საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყო და 2017 წლის დეკემბერში დასრულდება

განახლებული ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის, სატრანზიტო გადაზიდვებისა და ტურისტების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას ყაზბეგის მიმართულებით.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ კობთან, ხიდის სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების პროექტირება და მშენებლობა პარალელურ რეჟიმში განხორციელდება.

სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე გაეცნო.