LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყაზბეგში ახალი ხიდის მშენებლობა სრულდება

87

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ კობთან, მშრალ ხევზე, ახალი სახიდე გადასასვლელის  სამშენებლო სამუშაოებს ვადაზე ადრე სრულდება.

არსებული 80-იან წლებში აშენებული ხიდის ნაცვლად, რომელიც აღარ ექვემდებარებოდა აღდგენას, აშენდა ახალი ალტერნატიული ხიდი, რაც სრულად დააკმაყოფილებს სატრანსპორტო მოთხოვნებს. ხიდის სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების პროექტირება-მშენებლობა პარალელურ რეჟიმში განხორციელდა.

პროექტის ფარგლებშo განხორციელდა: ახალი 3 მალიანი, 92 მეტრის სიგრძის სახიდე გადასასვლელის მშენებლობა, სადეფორმაციო ნაკერების, განაპირა და შუალედური ბურჯების, ფოლადის ზღუდარების, ასტფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა. ასევე განხორციელდა, ხიდის სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.

ამ დროისათვის, ხიდზე ძირითადი სამუშაოები დასრულებულია. მიმდინარეობს ახალი ხიდის გაბიონების კედლების მოწყობა.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ  4 846 900 ლარი შეადგინა. საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო და 2017 წლის ოქტომბერში  დასრულდება. პროექტის ფარგლებში სამუშაოებზე 45 ადამიანი დასაქმდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები