LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყაზბეგში ქმარმა ცოლი მოკლა

57

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ქმარმა ცოლი მოკლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, ქალი ყელის არეში ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. დანაშაულის მოტივი სავარუდოდ ეჭვიანობა გახდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა 108-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები