LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყაზბეგში უსახელო მწვერვალს საქართველოს კონსტიტუციის სახელი მიენიჭება

218

საქართველოს პრეზიდენტმა 79 წლის მწვრთნელთან, ლევ სარქისოვთან, ერთად ექსპედიციაში მიიღო მონაწილეობა.

გიორგი მარგველაშვილი, ექსპედიციის მონაწილეებთან ერთად ყაზბეგში, გუდაურის მახლობლად უსახელო მწვერვალზე ავიდა და ახალი მარშრუტი შეადგინა. უსახელო მწვერვალს კი საქართველოს კონსტიტუციის სახელი მიენიჭება. მისი სიმაღლე 3170 მეტრია.

“ჩვენი მიზანი იყო, რომ ამ მწვერვალის სახელდება ყოფილიყო დაკავშირებული ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანთან, საქართველოს კონსტიტუციასთან, რომელიც უნდა იყოს ყველას იარაღი, ყველას მიერ გამოყენებული წიგნი. ამიტომ შეირჩა არა განსაკუთრებულად რთული მწვერვალი, არამედ მარტივი, რომელსაც აქვს თავის საოცარი სილამაზე, იქით ჩანს მყინვარწვერი, იშლება არაჩვეულებრივი პანორამა. სახელს დავარქმევთ საქართველოს კონსტიტუციას და იმედი მაქვს, რომ ბევრი ალპინისტი, ტურიუსტი თუ სპორტული ადამიანი, რომელსაც სამთო გამყოლი ეყოლება აქ ამოვა,“  – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები