LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყაზტრანსგაზ-თბილისმა” სწრაფი რეაგირების სამსახურის ცენტრი გახსნა

52

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სწრაფი რეაგირების სამსახურის ახალი ოფისი საზეიმო ვითარებაში გახსნა. ოფისში 114-ის სწრაფი რეაგირების ათი ოპერატიული ჯგუფი განთავსდება.

სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სწრაფი რეაგირების სამსახურის ცენტრი შეიქმნა. ამიერიდან, გაზის მიწოდება და წნევა მთავარი ოფისიდან და აღნიშნული ცენტრიდან პარალელურად გაკონტროლდება, რითაც საავარიო სიტუაციების მართვა კიდევ უფრო ეფექტური გახდება.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, თბილისის მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის უწყვეტად და უსაფრთხოდ მიწოდებისთვის „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სწრაფი რეაგირების სამსახურის 114-ის ჯგუფები 24 საათის განმავლობაში მორიგეობენ. ისინი შემთხვევის ადგილზე პირველები გადიან და მათი მუშაობა კომპანიისთვის და მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის ფასდაუდებელია.

„ბუნებრივი გაზის მოხმარებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის და ბუნებრივი გაზის გაჟონვის შემთხვევაში ნებისმიერ მოქალაქეს 24 საათის განმავლობაში შეუძლია დაუკავშირდეს კომპანიას ნომერზე 114. პრობლემის დაფიქსირებისთანავე, 114-ის სწრაფი რეაგირების ჯგუფები მაქსიმალურად მოკლე ვადაში მოემსახურებიან აბონენტებს, ავარიული სიტუაციების დროს, თავად უზრუნველყოფენ კომპანიის სხვა სამსახურების ჩართვას შექმნილი პრობლემის სრულად აღმოსაფხვრელად. სწრაფი რეაგირების სამსახურის, 114-ის ახალი ოფისის გახსნა „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ უსაფრთხოების სოციალურ კამპანიის „მეტი უსაფრთხოებისთვის“ ფარგლებში დაიგეგმა“, – აცხადებენ სამინისტროში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები