LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყიზილაჯლოში დაჭრილი 4 პირიდან ორის მდგომარეობა მძიმეა

119

სოფელ ყიზილაჯლოში, „ქართული ოცნების“ შტაბის წევრებზე გუშინ მომხდარი თავდასხმის შედეგად 4 დაჭრილიდან ორის მდგომარეობა მძიმეა და ისინი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან.

მარნეულში მდებარე „ჯეო ჰოსპიტალსში“, სადაც დაჭრილები არიან მოთავსებულები, ვერ აკონკრეტებენ, ემუქრება თუ არა აღნიშნული ორი პირის სიცოცხლეს საფრთხე.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, დანარჩენი ორი პირის მდგომარეობა სტაბილურია და შესაძლოა, მათ საავადმყოფო დღესვე დატოვონ.

გუშინ ღამე 4 პაციენტი შემოიყვანეს. ორი მათგანის მდგომარეობა სტაბილურია, ისინი კლინიკაში მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან, მაგრამ, სავარაუდოდ, დღეს გავწერთ. დანარჩენ ორს რაც შეეხება, მათ აქვთ მუცლის ღრუში შემავალი ცეცხლნასროლი ჭრილობა. ჩატარდა ოპერაცია, ამჟამად რეანიმაციის განყოფილებაში იმყოფებიან, ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან და მათი მდგომარეობა არის მძიმე,“ – განაცხადა „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკურმა დირექტორმა, ტატა შენგელაიამ.

საავადმყოფოსთან იმყოფებიან დაჭრილების ახლობლებიც. ისინი კომენტარისგან თავს იკავებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები