LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყიზილაჯლოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

67

ყიზილაჯლოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

„მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, გვიან ღამით, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუდგენელმა პირმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 4 პირი დაჭრა.

„დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117- მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

„შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი, მომხდარიდან მალევე ჩავიდა შემთხვევის ადგილზე და მიმდინარე გამოძიების დეტალებს, ასევე, დაჭრილი პირების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას პირადად გაეცნო,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები