ყოფილ პარტნიორთან მეგობრობა ფსიქიკური აშლილობის ნიშანია

73

ცივილურ სამყაროში მიიჩნევა, რომ ყოფილ პარტნიორთან და მეუღლესთან მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება, ადამიანის კულტურულ მხარეზე მიუთითებს. განსხვავებულ მოსაზრებას გვთავაზობენ მეცნიერები ახალი ზელანდიის უნივერსიტეტიდან.

კვლევებით დასტურდება, რომ ყოფილ პარტნიორებთან თბილი დ მეგობრული ურთიერთობა ფსიქიკურ აშლილობაზე, ან ფსიქოპათიაზე მიუთითებს. კვლევაში მონაწილეობა 850-მდე მოხალისემ მიიღო. მეცნიერები მათ ურთიერთობებს, დაშორების მიზეზებსა და შემდგომ კონტაქტებს სწავლობდნენ. აღმოჩნდა, რომ ყველას, ვინც ყოფილ პარტნიორთან თუ მეუღლესთან მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებდა, სხვადასხვა ტიპის ფსიქიკური აშლილობა აქვს.

დაფარული მოტივები, როს გამოც პარტნიორები ურთიერთობას ინარჩუნებენ, რადიკალურად განსხვავებულია. როგორც წესი, ქალბატონებს უჭირთ იმის გაცნობიერება, რომ ურთიერთობა დასრულდა. მამაკაცებისთვის კი ამას უფრო მარტივი დატვირთვა აქვს და ისინი სექსზე არიან ორიენტირებულები.

სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ასეთი ურთიერთობა შესაძლოა, წლები გაგრძელდეს და ის უპერსპექტივოა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები