LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყოფილი ცოლის და სიმამრის ცემაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

87

ყოფილი ცოლის და სიმამრის ცემაში ბრალდებულს, გრიგოლ ბაკურაძეს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შუფარდა. ის დარბაზშივე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრალდებულის ყოფილი მეუღლე, დეა გოშხეთელიანი, ადასტურებს.

3 იანვარს გრიგოლ ბაკურაძემ ყოფილი მეუღლე მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით სცემა, შემდეგ კი მეუღლის მამა სცემა. მამაკაცი ტვინის შერყევით საავადმყოფოში მოხვდა.

5 იანვარს გრიგოლ ბაკურაძე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 3000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. პროკურატურა პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა. დღეს კი სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გააუქმა.

დეა გოშხეთელიანი მეუღლეს დაახლოებით ნახევარი წლის წინ დაშორდა. როგორც თავად ყვება, ამ პერიოდის განმავლობაში ის ყოფილი მეუღლის მხრიდან შევიწროებას და ძალადობას განიცდიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები