LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყოფილი მეუღლის ცემაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

58

სასამართლომ ოჯახში ძალადობაში ბრალდებულს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. როგორც საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებული გ.ბ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

”სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2016 წლის 5 აპრილს, შუადღის საათებში, გ.ბ-მ სამსახურში მიაკითხა ყოფილ მეუღლეს მ.კ-ს და ურთიერთობის გარკვევის მოტივით ჩაისვა ავტომანქანაში. გ.ბ.-მ ქ. თბილისში, ნაფარეულის ქუჩიდან – კეკელიძის ქუჩამდე და თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზაზე გადაადგილებისას მ.კ.-ს თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში განზრახ მიაყენა დაზიანებები. აღნიშნული ქმედებით, დაზარალებულს მიადგა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე, რამაც მისი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. სასამართლომ გ. ბ.-ს ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის სახედ და ზომად 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, – ნათქვამია განცხადებაში.