LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყოფილი მეუღლის მიერ დაჭრილი გოგონა გარდაიცვალა

42

ყოფილი მეუღლის მიერ დაჭრილი გოგონა გარდაიცვალა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ ისანში, გარეკახეთის ქ. #9-ში მდებარე სასტუმროს წინ მოხდა.

ადგილობრივების განცხადებით, დაჭრილი გოგონა სასტუმროს სამზარეულოში მუშაობდა და მას ყოფილმა მეუღლემ ესროლა. ინციდენტი სავარაუდოდ, დაფიქსირებულია სასტუმროს სათვალთვალო კამერით.

მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა დადგენილია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები