LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყოფილი პრეზიდენტი ხალხის დასასაქმებლად 2 მილიონს გადარიცხავს

93

ბარაკ და მიშელ ობამები ჩიკაგოს ჩრდილოეთ ნაწილში, სამუშაო ადგილების შესაქმნელად 2 მილიონ დოლარს გადარიცხავენ. აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი და მისი მეუღლე თანხას პირადი დანაზოგიდან გამოყოფენ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

“მე და მიშელი ჩვენი პირადი დანაზოგიდან 2 მილიონს გადავრიცხავთ იმისთვის, რომ წელს, ზაფხულში ხალხს სამუშაო ჰქონდეს”, – აღნიშნავს ბარაკ ობამამ.

ამასთან, როგორც CNN წერს, ოთხი წლის შემდეგ ჩიკაგოში, დექსონ-პარკში სპეციალური ცენტრ-მუზეუმი გაიხსნება, რომელიც საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ფუნქციას შეასრულებს და ამავე დროს, ობამას ფონდის შტაბ-ბინა იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები