LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყოფილი საბჭოთა ქვეყნების პროდასავლურობის ინდექსში საქართველო მეოთხე ადგილზეა

41

საქართველო ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ვესტერნიზაციის ინდექსის მიხედვით მეოთხე ადგილს იკავებს. შესაბამისი კვლევა ამერიკულმა ორგანიზაციამ – „პოლიტიკური და დიპლომატიური გადაწყვეტილებების სტრატეგიულმა ცენტრმა“ (StrategEast) გამოაქვეყნა.

რეიტინგში საქართველოს ბალტიის ქვეყნები – ესტონეთი, ლატვია და ლიტვა უსწრებენ.  მეოთხე ადგილზე მყოფ საქართველოს 62 ქულა აქვს. მას მოსდევს მოლდოვა (56 ქულა) და უკრაინა (54 ქულა).

ყოფილ საბჭოთა სახელმწიფოებს შორის ყველაზე პროდასავლურად ესტონეთი დასახელდა, რომელსაც 100-დან 93 ქულა აქვს მინიჭებული.

კვლევაში არ არის შეფასებული რუსეთის ვესტერნიზაცია. 14 სახელმწიფოს შორის ყველაზე ნაკლებად პროდასავლურებად ტაჯიკეთი (19,5 ქულა) და თურქმენეთი (17,5 ქულა) დასახელდნენ.

რეიტინგის შედგენისას კვლევის ავტორები აფასებდნენ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საკანონმდებლო, კულტურულ კომპონენტებს, ასევე ცხოვრების წესს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები