LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ყოველ დილას ვიღვიძებ სახლში, რომელიც მონებმა ააშენეს,” – მიშელ ობამას ემოციური გამოსვლა

87

აშშ-ს პირველი ლედი, მიშელ ობამა საპრეზიდენტო არჩევნებში ჰილარი კლინტონს უჭერს მხარს. „მე მასთან ვარ,“ – განაცხადა ობამამ დემოკრატების ყრილობაზე, ფილადელფიაში.

„ჰილარი მთელი ცხოვრების განმავლობაში, ერთხელაც არ დანებებულა,“ – აღნიშნა ბარაკ ობამას ცოლმა კლინტონის მხარდასაჭერი გამოსვლისას.

„ყოველ დილას ვიღვიძებ სახლში, რომელიც ოდესღაც მონებმა ააშენეს და ვუყურებ ჩემს შვილებს, ორ ლამაზ, ჭკვიან, შავ გოგონას, რომლებიც ძაღლებთან ერთად თამაშობენ ეზოში. ჰილარი კლინტონის წყალობით, ჩვენმა შვილებმა უკვე იციან, რომ აშშ-ს პრეზიდენტი, შესაძლოა, ქალიც გახდეს. ნუ მისცემთ ნებას ნურავის, გითხრათ,რომ ეს ქვეყანა არ არის ძლიერი, რადგან აშშ სწორედაც ყველაზე ძლიერი ქვეყანაა დედამიწაზე“, – აცხადებს ობამა.

მან, ასევე, დონალდ ტრამპი გააკრიტიკა სიძულვილის ენის გამო.

„როდესაც ვინმე უხეშად იქცევა, ჩვენ მათ დონემდე არ ვეცემით,“ – განაცხადა ობამამ.