LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყოველ წუთს ველით ცხედრის გადმოსვენებას – ნილს სკოტი არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე

85

საქართველოში გაეროს მუდმივმი წარმომადგენლის, ნილს სკოტის თქმით, არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ამ დრომდე მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები და ყოველ წუთს ელის ცხედრის გადმოსვენებას, ასევე იმ ორი ადამიანის გათავისუფლებას, რომლებიც ამ დრომდე რჩებიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

სამწუხაროდ, ზუსტი დრო ჩვენთვის უცნობია და მოლოდინის რეჟიმში ვართ,“ განაცხადა ნილს სკოტმა.

მანამდე კი პრემიერმა გიორგ კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება კვირის ბოლოს არ უნდა გადაცდეს. არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები