LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ყოველთვის მინდოდა გათხოვება, მაგრამ ვერ გავთხოვდი” – ჟულიეტ ბინოშის ცხოვრების წესი

522

ჟულიეტ ბინოშმა ადრეულ ბავშვობაში აირჩია პროფესია და მშობლების პროტესტის მიუხედავად, მტკიცედ გადაწყვიტა, რომ მსახიობი გახდებოდა. მოზარდმა ბინოშმა ჟან-ლუკ გოდარის ფილმში ”მოგესალმები, მარია” შეასრულა სადებიუტო როლი, მერე კი, კარიერა საავტორო ფსიქოლოგიურ დრამებში გააგრძელა. ბინოში პირევლი მსახიობია, ვინც Triple Crown – ანუ კანის, ვენეციის და ბერლინის კინოფესტივალების მთავარი პრიხზები მოიპოვა საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში. მისი ინგლისურენოვანი კარიერა 1988 წელს დაიწყო ფილიპ კაუფმანის ფილმით ”ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე”, 1997 წელს კი,”ოსკარი” დაიმსახურა ენტონი მინგელას ფილმში ”ინგლისელი პაციენტი” შესრულებული როლისთვის. სამშობლოში 52 წლის მსახიობს ნაციონალურ მონაპოვრად მიიჩნევენ და მას უბრალოდ ”ლა ბინოშს” ეძახიან.  

* პოპულარობა საკმაოდ რთულია და ხშირად არა იმდენად მსახიობისთვის, რამდენადაც მისი ოჯახისთვის. ჩემი პოპულარობის შემდეგ, ჩემს დას მაღაზიებში სიარულიც კი უჭირდა, რადგან ეუხერხულებოდა ჩეკის გამოწერა. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ მან გვარი შეიცვალა.

* კინოც ძალიან მიყვარს და თეატრიც, განსაკუთრებულ უპირატესობას არცერთს არ ვანიჭებ. მე თვითონ პროცესი მომწონს, აღფრთოვანებული ვაკვირდები როგორ აგებენ დეკორაციას და აწყობენ აპარატურას. დღეს ეს ყველაფერი უფრო მომწენს, ვიდრე ადრე. წარსულში გადასაღებ მოედანზე ჩემს ტრეილერში ვიჯექი და ვემზადებოდი, ახლა კი, სულ  ჯგუფთან ერთად მინდა ყოფნა.

* თავისუფალ დროს მოგზაურობაში ვატარებ. ვფიქრობ, ცხოვრებაში მთავარი არა დიდი ფულის შოვნა, არამედ საკუთარი თავის შეცვლა და თვალსაწიერის გაფართოებაა. რამდენიმე წლის წინ, როცა საინტერესო სამუშაო არ მქონდა, ხანგრძლივი შვებულება ავიღე და ჯერ პერუს მთებში, მერე კი ბუდაპეშტსა და თეირანში ვიმოგზაურე. ირანელი ქალები ძალიან ჰგვანან იტალიელებს. ისინი ყოველთვის თვითონ მართავენ სახლს და ოჯახს.

* არ მგონია, რომ სამსახურის და მეგობრობის ერთმანეთში არევა არ შეიძლება. ჩემი ასისტენტი, ჩემი საუკეთესო მეგობარი და ოჯახის წევრია, რომელმაც ჩემთან ერთად გაიარა ყველა მარცხი და გამარჯვება. თუმცა, კამათიც მოგვსვლია და ისეთი წუთებიც გვქონია, როცა ერთმანეთის დანახვაც არ გვინდოდა.

* მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მშობლები ადრე გაცილდნენ, მე ყოველთვის მინდოდა გათხოვება, მაგრამ ვერ შევძელი. წინადადება ქორწინებაზე ოთხჯერ მივიღე, თუმცა ყოველთვის ცუდ დროს ემთხვეოდა – ორჯერ ურთიერთობის დასაწყისში, ორჯერ კი, ბოლოს, როცა არაფერს აზრი აღარ ჰქონდა. მოკლედ, დროთა განმავლობაში იძულებული გავხდი მეღიარებინა, რომ ”თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცი” არასდროს მომაკითხავდა.

* დედაჩემს არ უნდოდა, რომ მსახიობი გავხდარიყავი, რადგან დარწმუნებული იყო, უმუშევარი ვიქნებოდი. თვითონ არასდროს ვცდილობ შვილებზე გავლენის მოხდენას. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ თავად აირჩიონ საკუთარი გზა და იყვნენ ბედნიერები.

* ჩემთვის ყველა ფილმი ბრძოლაა. რეჟისორები იშვიათად მომმართავენ თვითონ, ძირითადად მ ევთავაზობ საკუთარ კანდიდატურას. თუმცა, ზოგჯერ გამონაკლისიც ხდება. ერთხელ 45-წამიან როლზე მიმიწვიეს ”გოძილაში”, ჩემგან მხოლოდ კადრში გამოჩენას და მერე სიკვდილს ითხოვდნენ. დავთანხმდი და არც ვინანე. მოგვიანებით, კვენტინ ტარანტინომ ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, რომ პირველად იტირა ბლოქბასტერზე – ჩემი აზრით, ეს კომპლიმენტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები