LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყურსასმენები, რომლებიც ფეთქდება – ქალმა ყელზე, სახეზე და ხელებზე დამწვრობა მიიღო

151

ავსტრალიის ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს, რომ არ გამოიყენონ ფრენის დროს მოწყობილობები, რომელიც ელემენტზე მუშაობს. რეკომენდაციის საჭიროება თვითმფრინავში ყურსასმენების აფეთქების შემდეგ დადგა.

შემთხვევა პაკინი-მელბურნის რეისის შესრულებისას მოხდა. ერთ-ერთი მგზავრის თქმით, მუსიკას უსმენდა ყურსასმენებით და ჩაეძინა, უცებ აფეთქებამ გააღვიძა.

„მაშინვე მოვისინჯე სახე, ყურსასმენები მხარზე ჩამოვარდა, თუმცა მაინც ვგრძნობდი, რომ ყურის მიმდებარედ საშინლად მეწვოდა. ყურსასმენები სასწრაფოდ დავაგდე იატაკზე, ნაპერწკლებს ყრიდა და იწვოდა,“- ამბობს დაზარალებული.

დასახმარებლად ბორტგამცილებელი მივიდა და ყურსასმენებს წყალი დაასხა. ცეცხლი ჩაქრა, თუმცა თვითმფრინავში დამწვარი პლასტმასის სუნი დადგა.

მგზავრმა ხელებზე, სახესა და მხარზე დამწვრობა მიიღო. ოფიციალური უწყებები მის ვინაობასა და ყურსასმენების მწარმოებელს არ ასახელებენ.

ინციდენტი, სავარაუდოდ, დაკავშირებულია ლითიუმის აკუმულატორთან, ნათქვამია ტრანსპორტის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში. უწყების მტკიცებით, მსგავსი შემთხვევა, შესაძლოა, განმეორდეს, რადგან თვითმფრინავის სულ უფრო მეტი მგზავრი სარგებლობს უსადენო ყურსასმენებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები