LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყვარელში გარდაცვლილი გოგოს მაზლმა თვითმკვლელობა სცადა

75

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში რამდენიმე დღის წინ სუიციდით გარდაცვლილი 24 წლის გოგოს მაზლმა თვითმკვლელობა სცადა. 40 წლის კაცი მეზობელმა მაშინ გადაარჩინა, როცა ის უკვე უგონო მდგომარეობაში იყო.

კაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადადმ ყვარლიდან თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

სოფლის მცხოვრებლების თქმით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ოჯახი რძლის, 24 წლის ეკა ნაქევხრიშვილის დაკრძალვისთვის ემზადებოდა, რომელმაც თავი რამდენიმე დღის წინ მოიკლა.

ორივე შემთხვევაში შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები