LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყვარლის იზოლატორის ყოფილ უფროსს და მის თანამშრომელს პატიმრობა შეეფარდათ

34

14 პატიმრის დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებულ ყვარლის იზოლატორის ყოფილ უფროსს და მის ყოფილ თანამშრომელს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ.

ადვოკატებმა ხუთი ათასლარიანი გირაოთი მათი გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენეს, რაც მოსამართლე ნატო ხუჯაძემ არ გაითვალისწინა.

მათ ბრალად ედებათ 2011 წელს, ყვარლის იზოლატორში, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო “სახალხო კრების” ორგანიზებით მიმდინარე აქციაზე დაკავებული 14 პირის დამცირება და არაადამიანური მოპყრობა, . ბრალდებულებს დღეს პოზიცია არ დაუფიქსირებიათ. ბრალდების საქმის არსებითი განხილვა 6 დეკემბერს დაიწყება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები