LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა ახალგაზრდამ უნდა იგრძნოს, რომ სახელმწიფო მასზე ზრუნავს – მიხეილ ჩხენკელი

121
განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის, განცხადებით, მთავრობის 4-პუნქტიან გეგმაში განათლების მიმართულებას უაღრესად მნიშვნელოვანი როლი აქვს და განათლებისა და მეცნიერების ხარისხის განვითარება ჩვენი სამინისტროს მთავარი ქვაკუთხედი.
“ყველა ახალგაზრდამ უნდა იგრძნოს, რომ სახელმწიფო მასზე ზრუნავს. ჩვენ გვყავს ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები და ძალიან კარგი თაობა მოდის და ამ თაობას ჩვენ უნდა შევუქმნათ ყველა პურობა იმისთვის, რომ მათი ნიჭისა და პოტენციალის რეალიზება მოხდეს. ჩვენი საზრუნავი იქნება ახალგაზრდობის ჯანსაღი ცხოვრების წესი, ჩვენი ფუნდამენტი იქნება და ამას კომპლექსური მიდგომა სჭირდება. ჯანსაღი ცხოვრების წესი არის მნიშვნელოვანი საკითხი და აქედან გამომდინარე ამ ფუნდამენტური საკითხის შესწავლა მოხდება კომპლექსურად,” – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები