LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა დაავადების მიზეზი სტრესია!

83

ალბათ, ყველამ იცის, რომ ბევრი დაავადების მთავარი მიზეზი სწორედ სტრესია, ექსპერტებმა კი, ამგვარი მოსაზრება მეცნიერულად დაამტკიცეს.

კვლევების შემდეგ, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ დაავადებების 40%-ზე მეტი სწორედ სტრესითაა გამოწვეული, რადგან ნერვიულობის და ნეგატიური ემოციების დროს ადამიანის ჰორმონალური ფონი მნიშვნელოვნად იცვლება. განგაშის დროს ადამიანის ორგანიზმში მკვეთრად ეცემა სეროტონინის დონე, სამაგიეროდ მატულობს ჭამის მადა, გვიჩნდება ტკბილეულის მირთმევის სურვილი და ვერც ვამჩნევთ ისე ვაგროვებთ ზედმეტ კილოგრამებს. გარდა ამისა, ჩნდება პანკრეასის პრობლემები, რაც ჯერ სისხლში შაქრის დონის მომატებას, მერე კი, დიაბეტს იწვევს.

როგორც აღმოჩნდა, როცა ადამიანი ბრაზობს ან ნაწყენია, მის ორგანიზმში მკვეთრად მატულობს ადრენალინის და კორტიზოლის – იმ ჰორმონების დონე, რომლებიც სისხლის მდგომარეობაზე აგებენ პასუხს. ეს კი, ნეგატიურად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაზე. მკვრივდება სისხლი, იწყება ქოშინი და ტაქიკარდია.

ექიმები ყველას გვირჩევენ, ყურადღება მივაქციოთ საკუთარ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, ვაკონტროლოთ ემოციები და მაქსიმალურად მოვერიდოთ სტრესულ სიტუაციებს!

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები