LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა დროის ყველგანმავალი: Toyota-მ საზოგადოება ახალი პრადოთი გააოცა

122

ყველა დროის ყველგანმავალი – ასე უწოდებენ ავტომოყვარულები ახალ “ტოიოტა პრადოს”. ავტომობილს, რომელიც ბრენდმა ახლახანს საქართველოს ბაზარს წარუდგინა, არა მარტო “ტოიოტას” მოყვარულების, არამედ ყველა ოფროუდერის გაოცება შეუძლია ახალი, უნიკალური ფუნქციებით. განახლებული ვიზუალი, ექსტერიერი, კომფორტული სალონი და უგზოობისთვის განკუთვნილი ფუნქციათა ნაკრები Toyota Land Cruiser Prado-ს შეუცვლელელ ავტომობილად აქცევს, როგორც უგზოობაში, ასევე ქალაქში გადაადგილებისთვის.

ხარისხი, გამძლეობა, სანდოობა – ბრენდისთვის დამახასიათებელ სამივე კომპონენტში პრადომ მწარმოებლების ტესტი წარმატებით ჩააბარა.

ახალი Toyota Land Cruiser Prado ტექნიკური თვალსაზრისით სრულიად ახალ საფეხურზე არის ასული. სალონში განთავსებულია ახალი დიზაინის მქონე ინსტრუმენტების პანელი, რომელიც 8-დიუმიანი Toyota Touch და „GO“- მულტიმედია სისტემას მოიცავს.

ახალი მულტიმედია სისტემის წყალობით ავტომანქანა მძღოლს გაუვალ ტერიტორიებზე  მაქსიმალურად უმარტივებს ძალისხმევას. ქვა-ღორღი, ქვიშნარი, დატბორვა, თოვლი – ჩათვალეთ, რომ თქვენთვის დაბრკოლება არ არსებობს. ავტომობილის გაუმჯობესებული MTS სისტემა და  Crawl Control, იატაკქვეშა, წინა და უკანა  ხედვის და პანორამული 360 გრადუსიანი ხედვის კამერები უგზოობაში გადაადგილებას უპრობლემოს ხდის. ახალი ავტომობილი განსაკუთრებული მანევრულობითაც გამოირჩევა და მობრუნების მინიმალური წრე მხოლოდ 5, 8 მეტრია.

„ავტომობილი პიროვნება“ ასე აფასებდნენ ტესტ-დრაივის პირველი ქართველი მონაწილეები ახალ ავტომობილს.

„ავტომობილის გაბარიტებიდან მიუხედავად, ავტომობილის მართვა არის ძალიან კომფორტული, მსუბუქი, დაბრკოლებების სირთულის  მიუხედავად მანქანა  ინარჩუნებდა წონასწორობას და არ იყო ხმაურიანი. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია 360 გრადუსიანი პანორამული კამერა, რომელიც იძლევა საშუალებას წინასწარ განსაზღვრო დაბრკოლებები მოძრაობის რადიუსში“, – ამბობს ტესტ-დრაივის მონაწილე ნათია კანკია.

ახალი Toyota Land Cruiser Prado 10 სხვადასხვა ფერშია ხელმისაწვდომი.მათგან ორი სრულიად ახალია – Midnight Emerald Blue („შუაღამის ზურმუხტისებრი ლურჯი“) და Avant-Garde Bronze metallic („ავანგარდული ბრინჯაოსფერი მეტალიკი“). 

თუ თქვენ მზად ხართ ახალი სიმაღლეების დასაპყრობად, Toyota Land Cruiser Prado, მხოლოდ და მხოლოდ “ტოიოტას” ოფიცილურ დილერებთან გელოდებათ  – “ტოიოტა ცენტრ თბილისსა” და “ტოიოტა ცენტრ თეგეტაში”. ტესტ-დრაივის საშუალებით თავად შეგიძლიათ ავტომობილის ღირსებებში დარწმუნება.

ინფორმაცია, როგორც ახალი პრადოს, ასევე “ტოიოტას” ოფიციალური დილერების შესახებ ხელმისაწვდომია “ტოიოტას” ოფიციალურ web-გვერდზე: www.toyota.ge

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები