LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა ის რეფორმა, რომელიც წარმატებული იყო, გაგრძელდება – მიხეილ ჩხენკელი

97

“თითოეულმა ახალგაზრდამ უნდა იგრძნოს, რომ სახელმწიფო მასზე ზრუნავს,” – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების ახალმა მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, განაცხადა.

ჩხენკელი წარდგენის შემდეგ პრემიერმინისტრსაც შეხვდა. მისი განცხადებით, მთავრობის 4-პუნქტიან გეგმაში განათლებასა და განათლებაზე ზრუნვას აქვს უაღრესად მნიშვნელოვანი პოზიცია  და ეს არის სამინისტროს მთავარი პრიორიტეტიც.

„თითოეულმა ახაგალგაზრდამ უნდა  იგრძნოს, რომ სახელმწიფო მასზე ზრუნავს. ჩვენ გვყავს ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები. ძალიან ნიჭიერი თაობა მოდის და მათ სჭირდებათ ხელშეწყობა და ყველა იმ პირობის შექმნა, რომ ის პოტენციალი, რომელიც მათ აქვთ, მოხდეს ამ პოტენციალის რეალიზება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის,“ –  განაცხადა ჩხენკელმა.

ახალი მინისტრი მუშაობას ხვალიდან შეუდგება. სად გააგრძელებს ალექსანდრე ჯეჯელავა მუშაობას, ამაზე ჩხენკელს არ აქვს ინფორმაცია, თუმცა აცხადებს, რომ ის გუნდში რჩება.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, გააგრძელებს თუ არა მიხეილ ჩხენკელი მისი წინამორბედის მიერ დაწყებულ საქმიანობას, მათ შორის გაგრძელდება თუ არა სკოლებში ვაშლების დარიგების პროგრამა, რაზეც ჩხენკელმა კონკრეტული პასუხი არ გასცა.

„მე მინდა გითხრათ, რომ, ზოგადად, ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრების წესი არის ძალიან მნიშვნელოვანი და  იქნება ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი. ეს არის ის თემატიკა, რომელსაც სჭირდება სერიოზული კომპლექსური ფუნდამენტური  მიდგომა და ამას განახორციელებს ჩვენი სამინისტრო. ყველა ის რეფორმა, რომელიც იყო წარმატებული, რა თქმა უნდა, გაგრძელდება,“ –  აღნიშნა ჩხენკელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები